ფოტო – ტვ პირველი
“ნოდარ მელაძის შაბათის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის შვილის, ბერა ივანიშვილის ცოლის დის ქმარს გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის მთელი ფინანსები ჩააბარეს.
ნიკოლოზ ფიცხელაური სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიაში, მაღალ თანამდებობაზე 2 წლით არის დანიშნული.
ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებულია ისიც, რომ ბერას ოჯახის წევრის დაწინაურების გადაწყვეტილება, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო.
სანამ ბერას ქვისლი გახდებოდა ნიკოლოზ ფიცხელაურს, სახელმწიფო სამსახურში, ასეთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა.
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, მაღალ თანამდებობასა და მაღალ ხელფასზე დანიშნეს, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძეც. მასთან და ნიკოლოზ ფიცხელაურთან ერთად დაინიშნა დირექტორთა საბჭოში, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ეკატერინე სისაურიც.
ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია, რამდენიმე შვილობილ კომპანიას ფლობს. მათ შორის ერთ-ერთი სახელმწიფო გაზსაცავია, რომელსაც პარლამენტის წევრის, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, გაგა კახიანის ძმა, იმედა კახიანი ხელმძღვანელობს. გაზსაცავი საქართველოში არ არსებობს, თუმცა არსებობს ფურცელზე არსებული კომპანია და ქართული ოცნების დეპუტატის ძმა მის დირექტორად.
კომენტარები