თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილ 79 ქალს ჰქონდა ჰქონდა წონის მკვეთრი დეფიციტი. „კერძოდ, დაავადება მიოდისტროფია, რაც იმას ნიშნავს, რომ კუნთოვანი სისტემა ამ პაციენტთან არ არსებობდა, მისი ძირითადი დაავადების გამო,“- განაცხადა რატიანმა.
ლევან რატიანის ინფორმაციით, დღეს დილის 09:00 საათზე პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. „ჰემოდინამიკის მკვეთრი რღვევით, ვერ შევინარჩუნეთ წნევა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. პაციენტს ჰქონდა მიოდისტროფია. სავარაუდოდ ამ დაავადების მკურნალობა არ იყო ჩატარებული. ვირუსი არის მაპროვოცირებელი ნებისმიერი პათოლოგიის,“- აღნიშნა რატიანმა.
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ასევე მედიასთან ამ პაციენტის კლინიკაში მოთავსების და მკურნალობის დეტალებზე ილაპარაკა.
„ქალი შემოიყვანეს 31 მარტს მარნეული-ბოლნისის წითელი ზონიდან. ის კლინიკაში შემოყვანისთანავე იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. როგორც ანამნეზიდან ირკვევა ქალს ბოლო თვეების განმავლობაში ჰქონდა წონის მკვეთრი დეფიციტი.
ასევე როგორც გაირკვა, მას ჰქონდა გულის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია. ბოლო ათი დღის განმავლობაში აღენიშნებოდა საერთო სისუსტე, ხველა. და ამის გამო მიმართა რეგიონის კლინიკას. პაციენტთან დადასტურდა კოვიდ ინფექცია და შემდეგი მკურნალობის მიზნით, გადმოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში.
პაციენტი კლინიკაში შემოყვანისთანავე გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. კლინიკურად სახეზე იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ჩატარებული კვლევებით, გამოვლინდა პნევმო-თორაქსი, რაც ნიშნავს ფილტვის ჩაჩუტვას. ჩატარდა ყველა ღონისძიება, არც ამ პროცედურისთვის არის დამახასიათებელი. პაციენტთან განხორციელდა 24 განდევნის ფრაქცია. ეს იმას ნიშნავს, რომ კლინიკაში შემოსვლისთანავე ქალის მდგომარეობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ იყო დეკომპენსირებული. მარტივად რომ ვთქვათ მისი გულის ფუნქცია არ არსებობდა. პაციენტთან შემოყვანისთანავე დაფიქსირდა მწვავე სეფსისი. ჰემოდინამიკის რღვევით და შემდგომი მკურნალობისთვის პაციენტი გადაიყვანეს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.
პაციენტის მდგომარეობა რეანიმატოლოგების მიერ ფასდებოდა კრიტიკულად, ტერმინალურად ჰემოდინამიკის რღვევით. მაქსიმალური დოზები სჭირდებოდა ჰემოდინამკის სტაბილიზაციას. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება მოხდა, მხოლოდ 72 საათი,“ – აღნიშნა რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსი 157 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.
კომენტარები