დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის წინსვლის ფონზე, რუსეთმა სავარაუდოდ, საკუთარი ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა ხარკოვის ოკუპირებული ნაწილიდან.
ყოველდღიურ მიმოხილვაში ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ ტერიტორიაზე იზოლირებული ადგილები რჩება, თუმცა ოთხშაბათიდან მოყოლებული უკრაინამ სიდიდით, ლონდონზე მინიმუმ ორჯერ მეტი ტერიტორია დაიბრუნა.
უწყების შეფასებით, უკრაინის სამხრეთით, ხერსონთან ახლოს რუსეთს, სავარაუდოდ, უჭირს ფრონტის ხაზზე საკმარისი რეზერვის მიტანა მდინარე დნეპროს გავლით.
დაზვერვა წერს, რომ სამხრეთში უკრაინული შორი მოქმედების არტილერია ახლა ისე ხშირად ურტყამს მდინარე დნეპროს გადასასვლელებს, რომ რუსეთს არ შეუძლია მათი შეკეთება და ძალების მომარაგება.
“უკრაინის სწრაფ წარმატებებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რუსეთის საერთო ოპერაციულ გეგმაზე. უკრაინაში განლაგებული ძალების უმეტესი ნაწილი იძულებულია პრიორიტეტი საგანგებო თავდაცვით მოქმედებებს მიანიჭოს”, – წერს ბრიტანული დაზვერვა.
გარდა ამისა, სამინისტრო წერს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ ჯარისკაცების ნდობა კიდევ უფრო შემცირდა.
“ჯარისკაცების ისედაც შემცირებული ნდობა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება”, – წერს დაზვერვა.
კომენტარები