უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინა არ ეთანხმება დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს რუსეთთან “მშვიდობიანი” მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და მოითხოვს დონბასისა და ყირიმის სრულ დეოკუპაციას.
” ჩვენ (ომის დროს) ბევრი რამ ვისწავლეთ, მათ შორის ვისწავლეთ არ ვენდოთ მშვიდობის შესახებ რაიმე საუბარს, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ” – თქვა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, კიევი აღარ დათანხმდება იმას, რაც თავად შესთავაზა რუსებს სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ.
“საიდუმლოს გამოვამჟღავნებ… ჩვენ ვუთხარით რუსებს: იმისათვის, რომ გააგრძელოთ მოლაპარაკება, თქვენ უნდა გაიყვანოთ ჯარები საზღვრებში, რომელიც 2022 წლის 23 თებერვლამდე გვქონდა. მაშინ ეს იყო პირობა. ასეთი ვარიანტი დიდი ხანია არ არის შესაძლებელი”. – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
კომენტარები