პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქე მიხეილ სახვაძის ინიციატივაზე იმსჯელა, რომელიც საქართველოში ბებიის დღის ოფიცალურად დაწესებას ითხოვდა.
ქართული ოცნების დეპუტატ, ლადო კახაძე:
სანამ კომიტეტის სხდომა დაიწყებოდა, ჟურნალისტმა მკითხა, ბებიის დღეს აწესებთ თუ არაო. ჩემი პასუხი ასეთი იყო – ცხოვრებაში ქალზე წინ არავინ დამიყენებია. ქალის დამსახურებას ვერასოდეს შევადარებ კაცის დამსახურებასთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა, ვინც აქ ვართ, დედის მოვლენილი ვართ. ახლა ბებია ვინ არის? მე რას ვფიქრობ. ბებია არის დედა მაღალ ხარისხში, დიდედა. ჩვენ 3 მარტს დედის დღე გვაქვს.
ყოველთვის დავუჭერ მხარს დედებსა და ბებიებს, თუმცა, საკანონმდებლო მხარდაჭერა ჩვენგან უარყოფილია.”
კომენტარები