ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია ბებიის დღის სემოღებასტან დაკავშირებით წერს:
“არც ბებიის დღეა საჭირო და არც დედის, უნდა გვქონდეს მშობლების დღე! რეალურ ცხოვრებაშიც დედას და ბებიას კი არ უნდა ავკიდოთ ბავშვების აღზრდა, არამედ თანაბრად უნდა გადაინაწილონ მშობლებმაც და გაფართოებულმა ოჯახმაც. დედა/ბებიის დღე არ გვჭირდება ქალებს; ჩვენ გვჭირდება, რომ სახლის საქმე მამა/ბაბუებმაც გაინაწილონ.
ხოლო სახელმწიფოს თუ უნდა დედა/ბებიების დაფასება, ააშენონ ბაგა-ბაღები, დღის ცენტრები ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, შშმ პირებისთვის და ყველასთვის, ვინც ზრუნვას და მოვლას საჭიროებს. ამას კი ზრუნვის ეკონომიკის განვითარება ჰქვია. რადგან ამ სერვისების გაჩენა აუნაზღაურებელ შრომას ანაზღაურებად შრომად აქცევს და უამრავ ქალს გამოუთავისუფლებს დროს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ამ ქალების ეკონომიკურ გააქტიურებას.
მაგრამ იცის ეს ოცნებამ? არ იცის და ამიტომ ბებიის დღე ჰგონია გამოსავალი.
პ.ს. დეკრეტი რომ არ ანაზღაურდება, ეგ კიდე ცალკე ამბავია, დედას და ჩვილს ჯამში 1000 ლარი რომ უნდა ეყოთ 6 თვე თავის სარჩენად.”
კომენტარები