ექსპერტი დავით ქართველიშვილი წერს :
“ეხლა ვუსმენდი პრემიერს, ეკონომიკურად და ფისკალურად წარმატებულ წელიწადზე გველაპარაკებოდა, მინიმალური (შემცირებული) ბიუჯეტის დეფიციტის ნიშნულით, სტაბილური 8,5%-იანი ეკონომიკური ზრდით წლის ბოლოს, რაც ჩვენზე უფრო წარმატებული ბევრი ქვეყნისთვის სანუკვარი მიღწევაა…
მაგრამ – მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს ციფრები დაუფარავ გაღიზიანებას იწვევს. ამ ციფრების მიღმა იმალება მათი პოლიტიკური წარუმატებლობა, რომელიც გადაულახავია. ომი, ქაოსი, სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსი, აფეთქებული ეკლესიები, დახვრეტილი მღვდლები, ციხეში ჩამწყვდეული ოპონენტები – ეს არის მათთვის ის სასურველი გარემო, რომ მიაღწიონ სრულ “თავისუფლებას” მათთვის აუტანელ ანაქრონიზმად ქცეული, დამამძიმებელი და გაუგებარი ტრადიციებისაგან და ამ ტრადიციების მატარებლებისაგან. ჩვენ მათ ფიზიკურად ვუშლით, ჩვენ მათ მენტალურად ვეზიზღებით – ამიტომ მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და განვითარებაზე ამ ხელისუფლების პირობებში, მათთან საუბარს აზრი არა აქვს…”
კომენტარები