ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაციენტებმა კლინიკა უკვე დატოვეს.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 80 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილიზაციისკენ მიდის და დილის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა.
მისივე განმარტებით, 3-4 პაციენტი არის პნევმონიით, თუმცა სიტუაცია მართვადია. ამასთან, 15 ადამიანს ჩაუტარდა კვლევა, რომლებიც გერმანიიდან იყვნენ ჩამოსულები და კარანტინში არიან. მათი პასუხები უარყოფითია და კარანტინს დაუბრუნდნენ.
ამ დროისთვის ინფექციურში 36 პაციენტი მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსი 157 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 31 გამოჯანმრთელებულია, 1 კი გარდაიცვალა.
კომენტარები