სააგენტო Reuters-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა კვლავ უარყო უკრაინისათვის საბრძოლო ტანკების მიწოდების მოთხოვნა.
„ჯერჯერობით, არცერთ ქვეყანას არ მიუწოდებია დასავლური ქვეითი საბრძოლო მანქანები ან საბრძოლო ტანკები [უკრაინისთვის]. ჩვენ შევთანხმდით ჩვენს პარტნიორებთან, რომ გერმანია ცალმხრივად არ გადადგამს ასეთ ნაბიჯებს“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
ასევე, 6 სექტემბერს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უარყო უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის მოთხოვნა უკრაინისათვის დამატებით მძიმე შეიარაღების მიწოდების შესახებ.
კომენტარები