“ფეისბუქზე” უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრმა მარიანა ბეზუგლამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეოკუპირებულ ბალაკლეაში, ერთ-ერთ სარდაფში, რუსების მიერ მოწყობილი წამების ოთახი აღმოაჩინეს –
მან შესაბამისი ფოტომასალაც გამოაქვეყნა.
“ბალაკლეა. სააღსრულებო ოთახი. სარდაფი. ინსტრუქციები “უკრაინული ნაციზმის” შესახებ კედლებზეა გაკრული, იქვე – სკამი ჩაქუჩით, ლენტით და გამოყენებული ხელთათმანები. მოპირდაპირედ – საკნები. მეორე ოთახში – ნაკაწრები და სისხლის კვალი”, – წერს ბეზუგლა და აღნიშნავს, რომ ამჟამად ამ ადგილას უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ.
კომენტარები