კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით “სპეციალური ოპერაცია გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ თავდაპირველი მიზნები არ მიიღწევა”
პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა:
“რა თქმა უნდა, სპეცოპერაციის დროს არმიის ყველა ქმედება ეცნობება უზენაეს სარდალს, პრეზიდენტი მუდმივ კომუნიკაციაშია თავდაცვის მინისტრთან და ყველა სამხედრო ლიდერთან”.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში ფრონტი დაახლოებით 70 კილომეტრით გაარღვია და 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავა, რაც აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის შედეგად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე მეტია.
უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.
მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთაანვე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.
კომენტარები