რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც სომხეთმა დახმარებისთვის მიმართა:
გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეულ რაიონებში მიმდინარე წლის 13 სექტემბრის ღამეს სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო.
“მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესაბამისად.
სომხეთის ხელმძღვანელობამ მოგვმართა დასახმარებლად და სიტუაციის მოგვარება ОДКБ-ს მეშვეობით.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, ხოლო რაც შეეხება სასაზღვრო საკითხებს, სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის ორმხრივი კომისიის მუშაობის ფარგლებში, რუსეთის მხრიდან საკონსულტაციო დახმარების გაწევით“
კომენტარები