“მთავარი არხის” ინფორმაციით, გურიაში საცხოვრებელ სახლში მძინარე დემურ გოგოტიშვილს 10-ობით ჭრილობა დანით მიაყენეს. ის გიგა როყვას მკვლელობაში ბრალდებულის, ბეჟან გოგოტიშვილის ბიძაა. დანაშაულის მოტივი კი სავარაუდოდ შურისძიებაა.
რამდენიმე დღის წინ, უცხოეთიდან დაბრუნებული გიგა როყვა ოზურგეთში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. სავარაუდო დამნაშავე ბეჟან გოგოტიშვილი კი ამ დრომდე მიმალვაშია. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ქურდულ სამყაროში გავლენების გადანაწილების მცდელობაა.
ბეჟან გოგოტიშვილი ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია, მისი მეუღლე კი ოზურგეთის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი.
როყვა გურიაში 11 სექტემბერს მოკლეს. ის მანქანაში ჩაცხრილეს.
კომენტარები