სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდნენ, სადაც ოფიციალურად გააჩნეს ქონების დაყადაღების შესახებ ინფორმაცია.
ქონება სოსო გოგაშვილის ახლო გარემოცვიდან 10-მდე ადამიანს დაუყადაღეს.
გოგაშვილის მეუღლე, თეა მარტყოფლიშვილი, მედიასთან ამბობს:
“არაფერზე ხელი არ მოვაწერე, გავეცანი, მაგრამ არ დავეთანხმე. მე რაც კი ქონება მაქვს, მაქვს ბანკით შეძენილი, სასამართლოში წარვადგენ ყველა დოკუმენტს.
მინდა მივმართო, შოთაძეს, რომ სანამ გოგაშვილის ქონებაზე დაიწყებს გამოძიებას, მანამდე ამ ჩინოვნიკების – გიორგი ღამბაშიძეზე, ლილუაშვილზე, წმინდა ვახუშტიზე, მდინარაძეზე, ანრი ოხანაშვილზე დაიწყოს გამოძიება, როგორ აქვთ შეძენილი, მათ ცოლებზე, ცოლის დაქალებზე სიდედრებზე, სიდედრის დაქალებზე მძღოლებზე და მძღოლების ძმებზე გადაფორმებული ქონება”
კომენტარები