ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ, სტრასბურგში, ევროპარლამენტის საშემოდგომო სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ქართველ დეპუტატებთან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხები განხილვის შემდეგ, განაცხადა:
„ქართველ დეპუტატებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეკომენდაციების შესრულების პროცესზე, ასევე ასოცირების კომისიის სხდომის შედეგებზე. მთლიანობაში, ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ პროგრესზეც და იმაზეც, რომ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, თუმცა მთავარია, რომ სამუშაო ჯგუფები მუშაობენ. პროგრესის ნაწილში შემიძლია, ვთქვა, მოხარული ვარ, რომ პროცესი მიდის და სამუშაო ჯგუფები მუშაობენ. ასევე, არსებობს მკაფიო გეგმა, როდის რა უნდა გაკეთდეს, ეს ძალიან კარგია. ყველაზე დიდ პრობლემად კი დეპოლარიზაციას დავასახელებდი. ახლა ყველამ უნდა შეძლოს ერთად მუშაობა და თანამშრომლობა. ის, რაც გვჭირდება, არის ბევრი რეფორმა, დემოკრატიული, საარჩევნო და ა.შ. სამუშაო ბევრია. სამუშაო პროცესში მონაწილეობას ბუნებრივია, ვერავის აიძულებ, მაგრამ ვფიქრობ, კარგი მაგალითი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ სამუშაო ჯგუფებს ექნებათ შედეგი, რომელიც მოსახლეობას მისწვდება და მოქალაქეები კმაყოფილები იქნებიან, ისინი, ვინც პროცესს მიღმა იდგნენ, იქვე დარჩებიან. თუ მათ არც მომავალში ექნებათ ამის სურვილი, ვფიქრობ, შედეგს მკაფიოდ იგრძნობენ არჩევნებზე“
კომენტარები