რუსეთი უკრაინაში ვეღარ გზავნის ქვედანაყოფებს, რადგან სამხედროები ომში მონაწილეობაზე უკვე მასობრივად ამბობს უარს. უწყების ცნობით, პერსონალის დეფიციტის გამო, მეთაურებმა დაჭრილი სამხედროებისთვის, საჭირო რეაბილიტაციის ვადები შეამცირეს – ამის შესახებ უკრაინული დაზვერვა ავრცელებს ინფორმაციას.
“უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე დანაყოფებში სამხედროების კატასტროფული დეფიციტია. „პრობლემის გადაჭრის“ მიზნით, საოკუპაციო ძალების მეთაურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მნიშვნელოვნად შეემცირებინათ დაჭრილი და დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციის დრო. საავადმყოფოებში დაჭრილების დიაგნოზებს მიზანმიმართულად ამარტივებენ, არ ატარებენ დაგეგმილ ოპერაციებს და სთავაზობენ უკრაინაში ომში დაბრუნებას. ექიმებს გეგმიური ქირურგიული ჩარევების უფლებას მხოლოდ დაჭრილების მეთაურის უშუალო ნებართვით აძლევენ.
ცნობილია შემთხვევა, როდესაც ყურის ბარაბნის გახეთქვისა და კონტუზიის შემდეგ, ჯარისკაცი საავადმყოფოდან 3 დღეში გაწერეს. ოფიციალურ დიაგნოზად კი “ოტიტი” მიუთითეს და რეკომენდაცია მისცეს, რომ ყური არ გაიცივოს, ოპერაციაზე კი უარი უთხრეს.”
კომენტარები