დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე, სასამართლო პროცესზე ნელი დოროყაშვილი ოთხი საათის განმავლობაში იკითხებოდა. როგორც თავად ამბობს, თანაცხოვრების დროს, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იმყოფებოდა. გამოკვლეულია აუდიო ჩანაწერებიც, რომელიც დოროყაშვილმა წლების განმავლობაში შეაგროვა.
ნელი დოროყაშვილის თქმით, მისმა ყოფილმა მეუღლემ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.
„რომელ სასჯელს გამოიყენებს სასამართლო და მოსამართლე, ამით ვერ მოხდება იმის კომპენსირება, ვერ გადაიხდის ნიკოლოზი მორალურ და ზნეობრივ საფასურს ჩემთვის, რაც მე დამემართა. ნიკოლოზმა უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე და დაეკისროს ვალდებულება“, – ამბობს დოროყაშვილი.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით, ნელი დოროყაშვილმა სასამართლოს პროცესის დახურვაზე უარი განაცხადა.
„აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურდა ის, რომ მასზე ნიკოლოზ ბასილაშვილს არ უძალადია. არ უძალადია არც ამერიკაში, და არც არსად. ის რომ ნელი დოროყაშვილი არის შურისძიების მოტივით შეპყრობილი და ყველანაირად ცდილობს ბასილაშვილს კარიერა გაუნადგუროს, ეს 5 წუთის წინ მის მიერ გაკეთებული კომენტარიდანაც ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ქალბატონ ნელი დოროყაშვილს შესთავაზა, რომ სხდომა ყოფილიყო დახურული, ვინაიდან, ბავშვისთვის ეს იქნებოდა მძიმე, ქალბატონმა ნელი დოროყაშვილმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ აღნიშნული სხდომები ყოფილიყო საჯარო. აქედან ცალსახად ჩანს, რომ ქალბატონ ნელი დოროყაშვილს მისი შვილის საუკეთესო ინტერესი არ აინტერესებს“, – აცხადებს ირმა ჭკადუა.
კომენტარები