ქართული ოცნების თავმჯომარე მამუკა მდინარაძე საუბრობს სახალხო დამცველის არჩევის წესის კონსულტაციებთან დაკავშირებით :
“სამწუხაროა რომ მის შესრულებაში თუ აღსრულებაში [ევროკავშირის მე-12 რეკომენდაციის] სამმა რადიკალურმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა. მათ პირველი მოსმენისგან განსხვავებით მხარი აღარ დაუჭირეს. შემდეგ ორმა მათგანმა იფიქრა ალბათ რომ ეს იყო ძალიან დამაზიანებელი მათთვის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ქვეყნისთვის დამაზიანებლობის საკითხზე ისინი დიდად არ შფოთავენ და არ ზრუნავენ ხოლმე რომ გამოასწორონ ეს ყველაფერი. და კარგია რომ შემოვიდნენ ამ კონსულტაციებზე სადაც 9-კაციანი სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტებას განვიხილავდით. იქ რაიმე არსებითი წინააღმდეგობა არ ყოფილა.
მე ხშირად ამას ვაბრალებ ხოლმე და მგონია რომ ობიექტური ვარ, კამერები სადაც არ არის იქ უფრო მეტია შანსი შეთანხმების გარკვეულ საკითხებზე და ვფიქრობ რომ 9-კაციანი კომისიის შექმნის შემდეგ სადაც იქნება ვთქვათ ადვოკატთა ასოციაციის, სხვადასხვა ინსტიტუციების, არასამთავრობო ორგანიზაციების აკადემიური წრეების წარმომადგენლები. მათი შეფასბებეის შემდეგ ჩვენ შევძლებთ რომ შევჯერდეთ კანდიდატზე, მითუმეტეს, ჩემი ოპტიმიზმი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ არ წარვადგენთ კანდიდატს. გარდა იმ ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევისა, თუ ყველა ოპოზიციური პარტია არ გადაწყვეტს, რომ საბოტაჟი მოუწყოს ამ პროცესს, რაც ჩემი აზრით პრაქტიკულად გამორიცხულია .”
კომენტარები