Reuters თურქ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. – თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტის პუტინი უზბეკეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვედრისას სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტს განიხილავენ. შეხვედრა 16 სექტემბერს შედგება.
“საკითხი განიხილება პუტინთან, რადგან აშკარაა რუსეთისა და თურქეთის როლი ამ ომის დასრულებასა და შემდგომი მშვიდობის დამყარებაში.
თურქეთი აზერბაიჯანის მხარდაჭერას ყველა მნიშვნელობით გააგრძელებს”, – უთხრა გამოცემას წყარომ.
ცნობისთვის, დღეს დილიდან კვლავ განახლდა სროლები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატები, არტილერია და ნაღმმტყორცნები გამოიყენა. ოფიციალური ბაქო კი აცხადებს რომ სომხეთი აზერბაიჯანის პოზიციებზე ლაჩინისა და კელბაჯარის რაიონებში საარტილერიო დარტყმებს განაგრძობს და დაღუპულია 50 აზერბაიჯანელი სამხედრო. 49 სომეხი ჯარისკაცის გარდაცვალებაზე საუბრობს ერევანიც.
კომენტარები