სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
ჰაერში რევოლიუციის სუნი ტრიალებს…
– პირადი კეთილდღეობის დაკარგვა ადამიანებს ცვლის.
მაგ: ფიზიკური პირების შემთხვევაში ოჯახში იმატებს ძალადობა და სუიციდი.
რაც შეეხება ბიზნესს, უამრავი წვრილი ბიზნესი დაიხურა უვადოდ, მათმა ნაწილმა რომც აღადგინოს ფუნქციონირება ე.წ. საშუალო ფენის უფულობის და წვრილი საზღვარგარეთული ინვესტორის დეფიციტის გამო (საზღვრები დაკეტილია, რომც გაიღოს იქაც უფულობაა) ის ისეთი მომგებიანი ვერ იქნება როგორც აქამდე იყო.
მაგალითად სეზონური ბიზნესი აჭარაში ჩავარდნილია. მომხმარებელი ვერ იქნება საზღვარგარეთიდან შემოსული ტურისტი. მხოლოდ შიდა ინვესტიციები. (უკმაყოფილობის ფონი იქაც გაიზრდება)… დომინოს პრინციპით მოივლის მთელ ქვეყანას და შეეხება-აისახება ყველა სეგმენტზე.
– პირი მიჩვეულია ხორცს, დიდია პირი. არადა მიიღებს მაკარონს და თანაც ცოტას! ეს აისახება პოლიტიკურ ამინდზეც!
რევოლუციები ხდება მაშინ, როდესაც კეთილდღეობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, კრიზისი დგება.
რევოლიუცია არის საშუალო ფენების სოციალური დეგრადაცია, (გაღარიბება და უიმედობა) რაც საზოგადოების აგრესიულ პოლარიზაციას და რადიკალიზაციას იწვევს!”
კომენტარები