პოლიტიკოსი, გიგი უგულავა:
მხოლოდ მავნებელ, რუსეთის მსახურს შეიძლება მოუვიდეს თავში ასეთი სრულიად გაუგონარი შედარება. მთავარი, ფუნდამენტური განსხვავება ისაა, რომ რუსეთი უკრაინაში აგრესორია და დამპყრობელია. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! უკრაინა არაა რუსეთი! ამ მავნებლობით პრაქტიკულად ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze გვეუბნება, რომ რუსეთს ისეთივე უფლება აქვს უკრაინაზე, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებზე- ეს პირდაპირ პუტინის ნარატივია. ერთადერთი, რასაც კობახიძე/ ივანიშვილი გვეუბნება, რომ ომი ცუდია – გამარჯობა! ეგ ყველამ ვიცით. ზუსტად ეგ პოზიციაა, რომელიც მტრის პირისპირ მოკავშირეების გარეშე გტოვებს, – რომელიც ეპატიჟება ომს!
წესით, ჩვენ, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ყველა სცენარისთვის უნდა ვემზადებოდეთ. საპირისპიროდ, ვემზადებით მოღალატური პლებისციტისთვის, რომლითაც ივანიშვილი ფაქტობრივი და – თუ გაქაჩა – ლეგალური ნეიტრალიტეტისთვის ამზადებს ნიადაგს.
პ.ს. ამასობაში, სანამ პრებისციტს ჩაატარებთ – გინდათ თუ არა მეორე ფრონტი, აგერ ჩვენს სამეზობლოში მეორე ფროტი კი არ გაიხსნა უკვე იხურება???♂️
კომენტარები