დიდი ალბათობით, დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულებს კიდევ რამდენიმე ადამიანი შეემატება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გვაქვს კორონავირუსის 170 შემთხვევა. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულებს ალბათ კიდევ შეემატება რამდენიმე ადამიანი, ამის შესახებ საღამოს მოგაწვდით ინფორმაციას. ახლა გვყავს 51 პაციენტი, მათგან 36 დადასტურებულია, გუშინ ერთი შემოიყვანეს უკვე დადასტურებული დიაგნოზით, რომელიც ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების კონტაქტია. ასევე გვყავს ამ ახალი პაციენტის 7 კონტაქტი, რომლებსაც დღეს ავუღებთ ნიმუშს. კრიტიკულ მდგომარეობაში ერთი პაციენტი რჩება. დილით 15 პაციენტის ანალიზები უკვე ავიღეთ, დღის განმავლობაში ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
კომენტარები