საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მერმა ბენიამინე ფალავანდიშვილმა თავად დაადასტურა.
მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობს და სავარაუდოდ, პაციენტისგან დაინფიცირდა. მისივე თქმით, მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და რამდენიმე დღეში განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება.
მერის მეუღლეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი ჰქონდა, რის გამოც ანალიზები აუღეს.
ფალავანდიშვილის ინფორმაციით, ოჯახის წევრები ახლა იზოლაციაში არიან, მეუღლე კი საჩხერის სამედიცინო ცენტრში ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
კომენტარები