აჭარაში კორონავირუსის მე-9 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია დაუდგინდა 80 წლამდე ქალს, რომელიც ინფიცირებულ ერთ-ერთ პირთან კონტაქტში ყოფნის გამო კარანტინში იმყოფებოდა. საკარანტინო ვადის ბოლო დღეს მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა და ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა.
ამდენად ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ 9 ინფიცირებული მკურნალობს. ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი 14 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა. ცხელების ცენტრში კიდევ 5 ახალი პაციენტია შესული, რომელთა ანალიზების პასუხები საღამოს იქნება ცნობილი.
კომენტარები