რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებუელბაში სოსო გოგაშვილის 4 საათიანი გამოკითხვა დასრულდა.
გოგაშვილის ადვოკატის თქმით, სუს-ის ექს შეფმა დღეს აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან გატაცების საქმეზე გამოძიებას ყველა ის მაღალჩინოსანი დაუსახელა, ვინც ამ სქემაში მონაწილეობდა.
დასახელებულ მაღალჩნოსანთა შორის არიან ბიძინა ივანიშვილი და ვახტანგ გომელაური. ასევე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი და შემსრულებელი, ვინმე კუპრაშვილი.
ადვოკატი:
“მან დაასახელა მანამდე საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაში არსებული ფიგურანტები. ჩვენებაში იოსებ გოგაშვილმა დაასახელა როგორც ბიძინა ივანიშვილი, ისე ვახტანგ გომელაურიც. ასევე დასახელებულია კუპრაშვილი, ერთ-ერთი ფიგურანტი, შემსრულებელი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად შეასრულა აღნიშნული დავალება. მან განაცხადა, რომ გაიცა კონკრეტული დავალებები იმ მარშრუტზე არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერების წაშლისა, სადაც სავარაუდოდ თავისუფლება აღკვეთილი აფგან მუხთარლი გადაადგილდებოდა. მან იცის, რომ ეს დავალება ვახტანგ გომელაურმა მიიღო ივანიშვილისგან”. – ამბობს გოგაშვილის ადვოკატი.
კომენტარები