მოსკოვმა განაცხადა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2” გაზსადენი ჩინეთის ალტერნატიული გაზსადენით “ჩანაცვლდება”.
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ნოვაკმა თქვა, რომ გაზსადენ “ციმბირის ძალა 2”-ს მოსკოვი და პეკინი რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილავდნენ. რუსეთი და ჩინეთი ახლო მომავალში გააფორმებენ შეთანხმებას, რომელიც “ციმბირის ძალა 2-ის” გავლით ჩინეთისთვის წელიწადში 50 მლრდ კუბური მეტრის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.
“ციმბირის ძალა 2” დასავლეთ რუსეთიდან მონღოლეთის გავლით მიაწვდის ჩინეთის ენერგიას, მისი სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დაიწყება.
ეს მოცულობა წარმოადგენს Nord Stream 1-ის თითქმის მაქსიმალურ სიმძლავრეს – მთლიანობაში 55 მილიარდი მ³ – რომელიც სექტემბრიდან გათიშულია. Nord Stream 1, რომელიც აკავშირებს რუსეთსა და გერმანიას, ატარებდა რუსული გაზის დაახლოებით მესამედს ევროკავშირში.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები