თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთი თვის ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაცვის მხარე ითხოვდა, რომ გზირიშვილისთვის წარდგენილი მუხლის გადაკვალიფიცირება მომხდარიყო, რადგან ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობის დროს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ გზირიშვილი უვადო თავისუფლების აღკვეთას იმსახურებდა, თუმცა ვინაიდან ის იყო შეზღუდული შერაცხადობის პირობებში, გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე იქნა მიღებული.
მკვლელობა გასული წლის 22 დეკემბერს ვარკეთილში მოხდა.
კომენტარები