ალავერდის მამათა მონასტერში საკვირაო წირვა-ლოცვა ალავერდელმა მიტროპოლიტმა აღავლინა. მეუფე დავითის გადაწყვეტილებით, ორმეტრამდე დისტაციის დაცვის მიზნით ტაძარში მოსულ მრევლს სპეციალური მონიშვნები დახვდა.
ზიარების მიღების შემდეგ მორწმუნეებს საშუალება ჰქონდათ, სიტკბოება მიეღოთ როგორც საეკლესიო ჭურჭლიდან, ასევე ერთჯერადი ჭიქებიდან.
მღვმდელმსახურების დასრულების შემდეგ მეუფე დავითმა იქადაგა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„ტაძარში ყოფნა არის გამოუთქმელი ზეიმი და სიხარული. ვერაფერი შეცვლის ტაძარში მსახურების მადლს და სულიერ ძალას. წარმოუდგენელია ტაძარში არ იყოს მსახურება. არ ვამბობთ, როგორი იქნება აღდგომის ღამის თევა, ის, რაც არ ვიცით, ხვალ რა იქნება, არ უნდა ვილაპარაკოთ. ერთი კი ვიცი, რომ უნდა ვწიროთ და დღესასწაული აღვნიშნოთ. როგორ იქნება და რანაირად, ღმერთი გამოაჩენს”, – განაცხადა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის თემაზე საუბრისას მეუფე დავითმა.
„არაფერია სასწაულია მათთვის, ვისაც ღმერთი არ უყვართ და უგუნურებით ებრძვიან. ვიღაც ამბობს, ეზიარებით და ამით საფრთხეს ქმნით-არ დაიჯეროთ იმიტომ, რომ ზიარება საფრთხის შემცველი არ არის. გამორიცხულია, მსახურებაზე ცუდი მოხდეს, თუმც არაფერია გამორიცხული, გვახსოვს ეპიდემიები.
გვეუბნებიან ტაძარის გარეთ დავდგეთ, აბა წარმოიდგინეთ. ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ არის, როცა აღდგომას, ღამის თევის დროს ტაძარი ცარიელდება, ეს სიმბოლია, რომ მაცხოვრის საფლავი როგორც იყო ცარიელი, ტაძარიც ამიტომ ცარიელდება და რომ შემოვდივართ, შემდეგ ვანთებთ სანთლებს “, – აღნიშნა მეუფე დავითმა.
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ეკლესიაში ორმეტრიანი დისტანციის დაცვას მიესალმება და მრევლს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა – 2.
კომენტარები