“ლიებორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“დილიდან ჩვენი პროგრამისტების ჯგუფი ჩასაფრებულია რათა ძალიან გაჭირვებულ ათენიდან მომავალ ქალბატონს დაუჯავშნოს ბილეთი, მაგრამ ამაოდ. აირზენადან შეპირების მიუხედავად სერვერი არ მუშაობს. ამასობაში ათასობით ქართველი ევროპის აეროპორტებში ან უფრო უარესი ქუჩაში ათენებს.იმავდროულად საჰაერო უკვდავი მაფია გაიაშვილი უშიშროებასთან ათანხმებს რათა დაბრუნდნენ მხოლოდ ოცნებისათვის პოლიტიკურად საიმედო პირები. ვისზეც საელჩოები და სპეცსამსახურები იძლებიან რეკომენდაციას.საიტი ჩვეულებრივი ბლეფი და აფიორაა.ნუთუ საქართველოში ან მსოფლიოში აღარ დარჩა აირზენას გარდა სხვა ავიაკომპანია? თუ უჩა მამაცაშვილ-გაიაშვილის ერთობლივ ბიზნესს უნდა ჩაერიცხოს ბიუჯეტის მილიონები თანაც მგზავრების პოლიტიკური ნიშნით დასაბრუნებლად.
ძალიან მალე მთელი ეს ბანდა ათასობით ადამიანის უცხოეთის ცის ქვეშ მიტოვებისათვის სასტიკად აგებს პასუხს. “
კომენტარები