აღმოსავლეთ კენტუკის უნივერსიტეტის სტუდენტმა ეშლი ლოურენსმა სმენადაქვეითებულთა საჭიროებებზე გათვლილი პირბადეები შექმნა. სტუდენტის მიერ შექმნილი პირბადეების შესახებ გამოცემა Interesting Engineering-ი წერს.
ეშლი ლოურენსის მიერ შექმნილი პირბადე ნაწილობრივ გამჭვირვალეა, რათა სმენადაქვეითებული ადამიანები მოსაუბრის პირს ხედავდნენ.
„სოციალურ ქსელში ვხედავდი, რომ ადამიანები სხვადასხვა ტიპის მრავალჯერად ნიღბებს აკეთებდნენ, მაგრამ ისინი სმენადაქვეითებული და ყრუ ადამიანების ახლობლებისთვის გამოუსადეგარი იყო. კორონავირუსის გამო ისეთი პანიკაა შექმნილი, რომ არავის უფიქრია ადამიანების ამ ძალიან დიდ რაოდენობაზე. ამიტომ ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, მათაც ცოტათი გავუადვილოთ ცხოვრება“, – ამბობს 21 წლის ეშლი ლოურენსი.
მისივე განცხადებით, ყველა მსურველი პირბადეს უფასოდ მიიღებს.
კომენტარები