სუსის გენერალურმა ინსპექციამ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სოსო გოგაშვილის ოჯახის წერილები მიიღო სოსო გოგაშვილის შვილები ფიქრობენ, რომ მამის სიცოცხლე საფრთხეშია, რადგან ის ივანიშვილის რეჟიმს უმძიმესს დანაშაულებებში ყოველდღოიურად ამხელს.
დაპატიმრებული გენერლის ოჯახი საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას, პატიმარზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების გამოძიებას და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.
პარლამენტს მივმართეთ განცხადებით, რომ მამაჩემზე რაც განხორციელდა ზეწოლა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, ამაზე მოხდეს რეაგირება. შეიძლება ერთი კივირთ გაითიშოს კამერები და არავინ პასუხისმგებლობა არ აიღოს, შეძლება, რომ ადამიანი 4-ჯერ გაიყვანონ საშხაპეში და ამაზეც პასუხისმგებლობა არავინ არ აიღოს და ხვალ შეიძლება ისევ იგივე მოხდეს. იისნი იმდენად განრისხდნენ მამაჩემზე, რომ შეიძლება თავში რამე ჩაარტყან ან უარესი რამე გაუკეთონ. არავინ არ არის დაზღვეული, ხვალ შეიძლება რაღაც დაემართოს, ან მოწამლონ ან რაღაც გაუკეთონ და მერე ისევ გამოვა მინისტრი და იტყვის, რომ აი, ხარვეზი იყო და კმარები არ იყო ჩართულიო, – ამბობს გოგაშვილის ვაჟი.
პენიტენციური დაწესებულებაში პატიმრის ულფბებეის დარღვევავზე საუბრობს გოგაშვილის ადვოკატიც.
ჩვენ განცხადებაში აღვნიშნეთ, რომ N 12 პენიტენციური დაწესებულებაში მოთავსებული იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელდა უპორეცენდენტო მასშტაბით კანონდარღვევა. ასევე, მის მიმართ განხორციელებული იქნა ზეწოლა და მუქარა. განცხადებაშ მივუთითეთ კონკრეტული ფაქტები და გარემოებები ვითხოვთ, რომ კომიტეტმა ამ საკითხზე დაიწყოს მოკვლევა და შესაბამისი დასკვნა წარუდგინოს პარლამენტს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ადგილი აქვს პატიმრების უფლებების დარღევავას, – ამბობს დიმიტრი ღონღაძე.
სოსო გოგაშვილის ოჯახი ასევე, მასთან პაემანს ითხოვს და ამბობენ, რომ ამის თაობაზე გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს.
კომენტარები