რუსეთმა უკრაინაში ბოლო 10 დღის განმავლობაში, დიდი ალბათობით, სულ მცირე, 4 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა. უკრაინაში შეჭრის დღიდან, რუსეთს 55-მდე თვითმფრინავი ჰყავს დაკარგული – ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აქვეყნებს.
ანაგრიშის მიხედვით, დანაკარგების ზრდა, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან რუსეთის სახმელეთო ძალებისთვის საჰაერო მხარდაჭერის გაწევით იყოს განპირობებული.
“რუსეთის საჰაერო უპირატესობის არარსებობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება , რომელიც უკრაინაში მისი ოპერაციული მოდელის არასანდოობას უდევს საფუძვლად”. – წერია ანგარიშში.
კომენტარები