დღეს თბილისის ქუჩებსა და მეტროში გადაადგილება ფაქტობრივად სრულად შეზღუდული იყო. მოსწავლეების მშობლები ამბობდნენ, რომ სახლიდან საათნახევრით ადრე გამოვიდნენ, მაგრამ პარალიზებული მოძრაობის გამო, მოსწავლეებმა სკოლაში მაინც დააგვიანეს.
სამარშრუტო ტაქსებში თავდაპირველად მგზავრთა ფეხზე დაყენება აკრძალული იყო. თუმცა, შემდეგ ეს მოთხოვნა მოიხსნა და მძღოლებს მხოლოდ 5 ადამიანის ფეხზე დაყენების უფლებას აძლევდნენ.
„ოფიციალურად, მგზავრთა ფეხზე დგომა არცერთ მიკროავტობუსში არ არის დაშვებული. თუმცა, მაღალი მოთხოვნის გამო იმ მარშრუტებზე, სადაც განსაკუთრებით დიდი ნაკადია, გამონაკლისის სახით, მხოლოდ 5 ადამიანის ფეხზე დაყენების უფლებას ვაძლევთ. უფრო მეტი ადამიანის ფეხზე დაყენება არ შეიძლება, რადგანაც ამ შემთხვევაში მგზავრობა უსაფრთხო აღარ იქნება.
თუ მძღოლი ამ წესს დაარღვევს, მგზავრს შეუძლია, დაგვიკავშირდეს, მოგვაწოდოს შესაბამისი მიკროავტობუსის სახელმწიფო ნომერი და მძღოლი დაჯარიმდება.” – ამბობენ „თბილისის მიკროავტობუსებში”.
პრაიმ. ტაიმი.
კომენტარები