BBC–ის ცნობით იაპონიაში, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ტაიფუნის – „ნანმადოლის“ გამო, 9 მილიონ ადამიანს მოუწოდეს, საცხოვრებელი დატოვოს, –
სუპერტაიფუნს უკვე ემსხვერპლა ორი ადამიანი, 90-მდე პირი კი დაშავდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ტაიფუნი, რომელიც ახლა ქვეყნის სამხრეთით მდებარე კუნძულ კიუსიუზე მძვინვარებს, მომდევნო დღეებში, მიმართულებას შეიცვლის და იაპონიის მთავარი კუნძულისკენ, ჰონსიუსკენ გადაინაცვლებს.
„ათიათასობით ადამიანმა გასული ღამე საგანგებო თავშესაფრებში გაატარა, თითქმის 350 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, შეფერხებულია ტრანსპორტისა და ბიზნესობიექტების მუშაობა. ქვეყანა წყალდიდობისა და მეწყერებისთვის ემზადება“, – წერს BBC.
კომენტარები