გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე “პირველებთან” ამბობს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი არასაკმარისია იმ საჭიროებისთვის, რომელიც შეიარაღებულ ძალებს სჭირდებათ.
რაც შეეხება უწყებიდან ჯარსიკაცების გადინებას, აქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნის პრობლემაა.
“ბიუჯეტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გააჩნია, აბსოლუტურად არასაკმარისია. მესმის, რომ რთულია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა განხორციელდეს. მფრინავების წასვლა, ზოგადად, კადრების გადინება, ეს ალბათ ზოგადად ქვეყნის პრობლემაა. ეს ყველაფერი კომპლექსურ საკითხებთანაა დაკავშირებული.”
კომენტარები