კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, იზიუმში აღმოჩენილი საფლავები არის სიცრუე.
“ეს იგივე სცენარია, როგორიც იყო ბუჩაში. ეს სიცრუეა და რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს ამ ამბავში”.- თქვა პესკოვმა.
როგორც ამ დღეებში, დეოკუპაციის შემდეგ გახდა ცნობილი უკრაინის ქალაქ იზიუმში 450 ცხედარი აღმოაჩინეს, ამაზე თვით ზელენსკი იტყობინებოდა, მისივე იმცორმაციით, გვამების დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.
“დღეის მდგომარეობით 450 ცხედარია დაკრძალული, თუმცა არის სხვებიც, ბევრი ადამიანია ცალკე დაკრძალული, რომელთაც წამების კვალი აღენიშნებათ. გარკვეულ ტერიტორიებზე, ვხვდებით მთლიანი ოჯახის ცხედრებსაც”. – თქვა ზელენსკიმ.
თავის ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ იზიუმში სისასტიკე ბუჩაში ჩადენილ დანაშაულს შეადარა. მან ასევე გაიმეორა კიევის მოთხოვნა, რომ შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის და რუსეთს “ტერორისტული სახელმწიფო” უწოდა.
“სავარაუდოდ, ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 1 000-ზე მეტი უკრაინის მოქალაქე აწამეს და მოკლეს”, – წერს რეგიონის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირი “ღრმად შეშფოთებულია” მასობრივი საფლავების აღმოჩენით და დასძინა, რომ გაერთიანება “ამ სიმხეცეს უმკაცრესად გმობს”
ამასთანავე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, იზიუმის გათავისუფლების შემდეგ ტყეში აღმოჩენილ მასობრივ საფლავში 6 წლის გოგონას, ოლესიას ცხედარიც იპოვეს. როგორც გერაშენკო საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, ის ხარკოვის ოლქში ცხოვრობდა, გოგონას ცხედართან ერთად ტყეში იპოვეს მისი დედის ცხედარიც.
კომენტარები