BBC იტყობინება, რომ ჩინეთში სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, გუიჯოუს პროვინციაში, ავტობუსი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები საკარანტინო დაწესებულებაში გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა. ავტოკატასტროფას 27 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა.
ავტოკატასტროფის ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე არ სახელდება. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში მოქმედი რეგულაციების მიხედვით, სამგზავრო ავტობუსებს გზატკეცილზე მოძრაობა 02:00 საათიდან 05:00 საათამდე ეკრძალებათ. შემთხვევა კი ადგილობრივი დროით 02:40 საათზე მოხდა.
როგორც BBC– ის ინფორმაციაშია ნათქვამი, ავტოკატასტროფამ მოსახლეობის იმ ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, რომელიც ქვეყნის ე.წ. ნულოვანი კოვიდპოლიტიკის წინააღმდეგია. მკაცრი რეგულაციების მასობრივ ტესტირებასა და მუდმივ მონიტორინგს გულისხმობს. წესების მიხედვით ინფიცირებულები და მათი ახლო კონტაქტები, სახლში ან საკარანტინო დაწესებულებაში იზოლაციაში უნდა იყვნენ.
კომენტარები