ქვეყანაში არასრულწლოვნების 27% მოთამაშეა. “ხელზე თამაშის” შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკით ირკვევა, რომ 13-დან 18 წლამდე მოზარდებში ბოლო წლებში განსაკუთრებით გაზრდილია მოთამაშეთა რაოდენობა. კვლევის მიხედვით დგინდება, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით რეფორმაც გაატარა და მკაცრი შეზღუდვებიც დააწესა, მაგრამ მონაცემები მაინც უარესდება.
კვლევის ავტორები კი ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა კანონის აღსრულებასა და კონტროლშია, რომლის მოსაგვარებლადაც სწორი ნაბიჯები ქვეყანაში არ იდგმება და ყველა იმ რეფორმამ, რომელიც ბოლო დროს გატარდა უკუშედეგი იქონია და პირიქით, ხელი შეუწყო იატაკქვეშეთში მოზარდების თამაშს ფულზე.
“კვლევაში მიიღო მონაწილეობა 1000-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ და მდგომარეობა არის მძიმე და სავალალო. მოზარდების 90% ამბობს, რომ მათთან ამ თემასთან დაკავშირებით არ ულაპარაკია არც ოჯახის წევრს, არც სკოლის პერსონალს.
რეკლამის აკრძალვის საკითხი ჩვენივე დაკვირვებით შეეხო მედიას და ვთქვათ, ონლაინში იგივე თუ არა მსგავსი აგრესიული მარკეტინგით ხასიათდება სათამაშო ბიზნესი. ჩვენ გავუზარდეთ გადასახადები სათამაშო ბიზნესს. ეს ნაზარდი მაინც იქნებ მოვახმაროთ ამ პრობლემის მოგვარებას დავიწყოთ პრევენციული ზომის პროექტები, დავიწყოთ სარეაბილიტაციო მიმართულება” – ამბობს გუგა ბესელია აზარტული თამაშების კვლევისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა აზარტული თამაშების შესახებ კანონი მესამე მოსმენით 2021 წლის 22 დეკემბერს მიიღო. კანონს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგი იყო.
მთავარი არხი.
კომენტარები