ერთადერთი დადებითი, რაც აქვს კორონავირუსს, ეს არის ის, რომ თითქოს ნაკლებად ერჩის ბავშვებს, მაგრამ ეს მხოლოდ ჰოპოთეზის დონეზე. არ არსებობს მტკიცებულება, – ამის შესახებ პედიატრი ინგა მამუჩიშვილი რადიო „ფორტუნას“ ეთერში საუბრობს და მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს.
„ახალი კორონავირუსის მოსაჭიდი რეცეფტორი ბავშვებს აქვთ მცირე რაოდენობით და ესეც იმ ჰიპოთეზის ნაწილია, რატომ არ ემართებათ ბავშვებს ისე ხშირად, როგორ მოზრდილებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში არის სტატისტიკა, რომ ბავშვებსაც ემართებათ კორონავირუსის ინფექცია, მაგრამ ბავშვები მას იტანენ უფრო მსუბუქად, როგორც გრიპს და მას ნაკლები გართულებები აქვს. ლეტალობა 0-დან 9 წლამდე არ გვაქვს.
ბავშვებში ვირუსი მარტივად მიმდინარეობს, ხშირად ის უსიმპტომოა, მაგრამ სამაგიეროდ, პატარები ხშირად გადამდებები ხდებიან სხვებისთვის.
აქვე ძალიან დიდი თხოვნა მაქვს მოსახლეობასთან:
- ჩვენ ადრე მოვუწოდებდით, რომ ვასეირნოთ ბავშვები, გავიყვანოთ სუფთა ჰაერზე, მაგრამ ახლა ვამბობ, მხოლოდ 20-25 წუთის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ და თუ ისიც, გვაქვს ისეთი ადგილი, სადაც არაა ადამიანების თავყრილობა.
- მოგეხსენებათ, ინფექცია აირ-წვეთოვანია და ახალი მონაცემებით ის 8 საათის განმავლობაში შეიძლება გაჩერდეს ჰაერში. ამიტომ თავდაცვის მიზნით, შევეცადოთ ბავშვები გავიყვანოთ გარეთ, მაქსიმალური დისტანცირებით.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვებზე ამ ჩაკეტილობამ და „დარჩი სახლშის“ პრინციპმა არ მოახდინოს მენტალური ცვლილებები. უნდა ვეცადოთ, მეტი დრო გავატაროთ მათთან, წავუკითხოთ წიგნები, მოვეფეროთ“, – ამბობს პედიატრი.
კომენტარები