კლინიკა “გულის“ დამფუძნებელი და დირექტორი ანზორ მელია ერთ-ერთი მედიკოსია, რომელიც კორონავირუსის პანდემის გამო, დაზარალებულ ქართველ ემიგრანტებს სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციებს უწევს.
ანზორ მელია უკვე მეოთხე დღეა, რაც ქართველ ემიგრანტებს ეხმარება და მათგან სულისშემძვრელ ისტორიებს ისმენს.
როგორც მედიკოსი სააგენტოსთან აცხადებს, კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩვენი თანამემამულეები სხვადასხვა ქვეყანაში იმაზე რთულ პირობებში არიან, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
რა პრობლემებით მიმრთავენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები ჩვენს მედიკოსებს, რადენ ხანს შეეძლებათ ემიგრანტებს აღნიშნული დახმარების მიღება ? – ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, “2020NEWS“ კლინიკა “გულის” დამფუძნებელს და დირექტორს, ანზორ მელიას ესაუბრა.
ანზორ მელია: ამ კამპანიაში ერთ-ერთი პირველი ჩავერთე. პროფესიით ექიმმა, ბატონმა გივი ხორბალაძემ მოიწერა, რომ იმ ემიგრანტებს, რომლებსაც დაავადებები აქვთ და კორონავირუსის გამო, იზოლაციაში იმყოფებიან, სამედიცინო კონსულტაციები სჭირდებათ. ამ შემოთავაზებას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.
– ბატონო ანზორ, დღეში დაახლოებით, რამდენ კონსულტაციას უწევთ ქართველ ემიგრანტებს და ძირითადად, რა ჩივილებით მოგმართავენ ჩვენი თანამემულეები?
– უკვე მეოთხე დღეა, რაც ეს კამპანია მიმდინარეობს. დღეში დაახლოებით, 15-20 კონსულტაციას ვაწარმოებ. ჩვენი თანამემამულები საიდან არ მირეკავენ – იტალიიდან, ამერიკიდან, ესპანეთიდან, კვიპროსიდან, საბერძნებითდან. თან უკვირთ, აინტერესებთ, ხომ არ გვატყუებენო. ერთმა ახალგაზრდა გოგონამ დამირეკა და მკითხა, წინასწარ უნდა ჩაგირციხოთ ფული თუ არაო. რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ კონსულტაცია უფასო იყო და ძალიან გაუხარდა.
რადგან მე კარდიოლოგი ვარ, უფრო მეტად გულის პრობლემებით მომმართავენ. სამწუხაროდ, ემიგრანტები შავ დღეში არიან. ჩვენი თანამემამულეები კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემებით მე არ მომართავენ, რადგან ასეთი ჩივილების მქონე პაციენტებს ქართველი ვირუსოლოგები უწევენ კონსულტაციებს.
– რამდენი ხნის გამავლობაში შეეძლებათ ჩვენს ემიგრანტებს ამ დახმარებით სარგებლობა?
– თუ საჭირო იქნება, მთელი წლის განმავლობაში. ბედნიერი ვარ, როცა საქართველოდან ჩვენ ემიგრანტებს ვეხმარები. ჩვენს თანამემამულეებს ვეუბნები, რომ ღამის საათებშიც დამირეკონ. ემიგრანტები მძიმე დგომარეობაში არიან. ისინი ისეთ ისტორებს მიყვებიან, ხანდახან მეტირება ხოლმე. ჩვენი თანამემამულეები გარეთ ვერ გადიან, იქაური ექიმებიც ვერ ეხმარებიან და შიშის ქვეშ ცხოვრობენ.
– შეგიძლიათ მოგვიყვეთ ის ისტორიები, რომლებაც ჩვენი თანამოქალაქეები გიყვებიან?
– დიახ, გუშინ იტალიიდან ერთმა ახალგაზრდა ქალბატონმა დამირეკა და მითხრა, 13 წლის ბავშვი მყავს, გული მაწუხებსო. მე რომ სავადმყოფოში წამიყვანონ, ჩემს შვილს სოციალური სამსახური წაიყვანს და უკან აღარ დამიბრუნებენო. მითხრა, აქაურ ექმებს ვერ ვუკაშირდები, შავ დღეში ვარო. ამ ქალბატონს კონსულტაცია გავუწიე, დავამშვიდე და ვუთხარი, რომელი წამლები უნდა მიიღოს.
აგრეთვე, შვედეთიდან დამირეკა ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც 2016 წელს გულში სტენდი ჩაუდგეს. თავს კარგად გრძნობდა, თუმცა ახლა ლიმონისა და თაფლის მიღების გამო, გულის ამოვარდნები დაეწყო და შეშინებული იყო. როცა ჩივილები გამოვკითხე, ვუთხარი რაც აწუხებდა. რჩევები მივეცი და 3 დღეში დამირეკავს. ექიმები ჩვენი თანამემამულეებისთვის ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ. მზად ვარ, მათ დახმარება ნებისმიერ დროს გავუწიო.
კომენტარები