ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ქვეყანაში მყოფი რუსებისა და ბელარუსებისგან მათ მფლობელობაში კანონიერად არსებული ცეცხლსასროლი იარაღის ჩამორთმევა მოითხოვა.
“იმედი მაქვს, რომ შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, ხალხი მიხვდება, რომ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები იარაღით ხელში, შესაძლოა, პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდეს ესტონეთის უსაფრთხოებისთვის”, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ესტონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, კანონპროექტი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების კუთვნილი იარაღის ჩამორთმევის შესახებ ნებისმიერ შემთხვევაში გადაეგზავნება პარლამენტს. “ესტონეთში მცხოვრებ რუსებსა და ბელარუსებს ექნებათ დრო, ნებაყოფლობით ჩააბარონ იარაღი”, – აღნიშნა კალასმა.
კომენტარები