რუსეთი და უკრაინა 200 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ, ამის შესახებ ნიუ-იორკში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაში მონაწილეობს, ამერიკულ ტელეარხ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა:
“ორასი პატიმრის გაცვლა მოხდება მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება”
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ომი უკრაინაში. მისი თქმით, ეს დასკვნა მან უზბეკეთში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
კომენტარები