ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე:
“მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.
ერთი დალაგებულად მოლაპარაკე ჩინოვნიკი რა გახდა, რომ ასეთ შემთხვევებში, საათში ერთხელ 5 წუთიან ბრიფინგზე, ადამიანურად დაელაპარაკოს მედიას და დაწიოს ეგზალტაციის ხარისხი. საკუთარი მოქალაქეების უპატივცემულობაა. მთელმა ქვეყანა საგანგებო რეჟიმში გავატარეთ დღე.
სპეცოპერაციის დასრულებიდან ნახევარი საათი იყო შსს-ს მხრიდან საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი ჩინიოვნიკების კრახი. არ შეიძლება, ჯერ შეუშვა პერიმეტრზე (ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებით) ცნობისმოყვარე მედია და მერე ისტერიკა გამართო – აქედან გაეთრიოთო.
კოლეგებს დიდი სიყვარულით: “პრესსამსახური” რა ჯგუფის არსებითი სახელია. ძალიანაც რომ უნდოდეს, განცხადებებს ვერ გააკეთებს. პრესსამსახურის თანამშრომლები ლაპარაკობენ ხოლმე. დღესაც თანამშრომელმა იბოდიალა ის რაღაცა.”
კომენტარები