სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას პატრიარქი არ ესწრება. ტაძარში არც მეუფეები იმყოფებიან. მრველს ქადაგებით არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მიმართავს.
Imedinews-ს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, რომ პატრიარქი წირვას სამშაბათს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე ჩაატარებს.
რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიას, ანდრია ჯაღმაიძემ ამ საკითხზე 3 აპრილს გააკეთა კომენტარი.
„ველოდებით სააღდგომო დღეების მოახლოებას. მიიღებენ შესაბამის მითითებებს. ჯერჯერობით ადრეა ამაზე საუბარი“, – აღნიშნა დეკანოზმა.
საპატრიარქოს პრესმდივანი იმედოვნებს, რომ საკითხი მოგვარდება.
კომენტარები