დღეს, ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიაში 37 წლის მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. როგორც შსს–მ მოგვიანებით განმარტა, 14 ადამიანი ჰყავდა მძევლად. 9 საათიანი ოპერაცია, რომელსაც შს მინისტრი ხელმძღვანელობდა, წარმატებით დასრულდა. ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა.
ცნობილი გახდა თავდამსხმელის ვინაობაც – ის გრიგოლ ნარსიაა.
როგორც მისი ახლობლები “ტვ პირველთან” ამბობენ, იგი მცირე ხნით შსს–ს დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო.
მისი მეზობელი მედიასთან ამბობს:
“რა ბომბები, ბომბები არ ექნებოდა, თუ ექნებოდა, ააფეთქებდა, თავს არ დააჭერინებდა”
მეზობლების ინფორმაციით, მისი მეუღლე და ოჯახის წევრები, პოლიციამ ჯერ კიდევ დაკავებამდე დაკითხა.
კომენტარები