საზარელი შემთხვევა მოხდა თბილისში, მუხიანში ერთ-ერთ სახლში 20 და 21 წლის ბიჭები გარდაცვლილები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ახალგაზრდების გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, ექსპერტიზა ჩატარდება.
კომენტარები