ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადებით, საქართველოში მმართველი პარტია უნდა იყოს ინკლუზიური და მოუსმინოს ყველა მხარეს, ხოლო ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს საპარლამენტო მუშაობაში.
„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოსთვის ამ მომენტის მნიშვნელობა. ესაა მომენტი, რომლისკენაც ყოველთვის მოგიწოდებდით, ყოფილიყავით მზად. ახლა ეს მომენტი დადგა. ყველაფერი თქვენი პოლიტიკოსების ხელშია. ვესაუბრები ორივეს – როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას – გაერთიანდნენ, დაიწყონ თანამშრომლობა ქართველი ხალხის სასარგებლოდ და შეასრულონ მოთხოვნები. „ქართული ოცნება“ უნდა იყოს ინკლუზიური, მოუსმინოს ყველა მხარეს. სამოქალაქო სექტორს, ოპოზიციას გთხოვთ – შეუერთდით სამუშაო ჯგუფს და მიიღეთ მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში, რადგან თქვენ ხალხის მანდატი გაქვთ და ეს თქვენი ვალდებულებაა“, – განაცხადა კალიურანდმა.
კომენტარები