გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
– საშემოდგომო სესიაზე პარლამენტში დაინიცირდება და განიხილება კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომელიც მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას გზებზე ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მინიმუმამდე დაყვანით.”
პარლამენტის წევრების ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – აღნიშნა მან.
„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ტრანსპორტიდან გამომდინარე მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებია. ტრანსპორტის სექტორიდან დაბინძურების შემცირების მიზნით, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. შემუშავდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც საწვავის ხარისხის გაუმჯობესების ასევე, ავტოპარკის გაახალგაზრდავების კუთხით. 2018 წლიდან ამოქმედდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება, თუმცა ტექნიკური ინსპექტირების მიმართულებით კვლავ რჩება გამოწვევები. სწორედ რეფორმის სრულყოფის, ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობისა და საბოლოოდ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია აღნიშნული ცვლილების განხორციელება”- განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.
„ტრანსპორტის სექტორიდან დაბინძურების შემცირების მიზნით ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. შემუშავდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც საწვავის ხარისხის გაუმჯობესების ასევე, ავტოპარკის გაახალგაზრდავების კუთხით. 2018 წლიდან ამოქმედდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება.
მიუხედავად, ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებისათვის განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისა, ტექნიკური ინსპექტირების მიმართულებით კვლავ რჩება გამოწვევები. ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო ცვლილება მოგვცემს საშუალებას, რომ სისტემა სრულყოფილად ავამოქმედოთ ეტაპობრივად და გავაუმჯობესოთ ყველა ის ხარვეზი, რაც დღეს არსებობს”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
კომენტარები