ბილაინმა ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, პარტნიორობა დაიწყო ერთ-ერთი დიდ და მნიშვნელოვან DCB ციფრული კონტენტის აგრეგატორთან Digital Virgo.
თანამშრომლობის ფარგლებში პერიოდულად გაეშვება სხვადასხვა ციფრული სერვისისა თუ კონტენტის მომწოდებელი მერჩანტების პროდუქტები.
პირველი ასეთი პროდუქტი Playweez უკვე ხელმისაწვდომია. ის წარმოადგენს მობილური თამაშების პორტალს, სადაც მომხმარებელს შეუძლება სასურველი პრემიუმ თამაშებით ონლაინ ისარგებლოს. აბონენტმა აღნიშნული სერვისის გამოსაწერად რამდენიმე მარტივი ნაბიჯი უნდა გაიაროს:
- აბონენტი ინტერნეტში ხედავს პროდუქტის განთავსებულ სარეკლამო ბანერებს, აწვება ბანერს და გადადის პროდუქტის გვერდზე
- პროდუქტის გვერდზე აღწერილია მასთან დაკავშირებული პირობები და აღნიშნულია, რომ ხდება პროდუქტის გამოწერა დღეში 1 ლარად. ხოლო მისი საფასური აბონენტს მობილური ბალანსიდან ჩამოეჭრება.
- თუ აბონენტი დააწვება „გამოწერის“ ღილაკს, ამ შემთხვევაში იგი გააქტიურებს სერვისს და ყოველკვირეულად ჩამოეჭრება 1 ლარი, შედეგად მიიღებს წვდომას თამაშების პორტალზე და ეტაპობრივად შეძლებს ინგლისური ენის შესწავლას წინასწარ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით
- თუ აბონენტს მოუნდება რომ გააუქმოს გამოწერა, უნდა გააგზავნოს SMS ტექსტით STOP PW ნომერზე 1408 (აღნიშნულის შესახებ გამოწერის შემდეგ მიიღებს SMS-ს)
ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, ბილაინი აგრძელებს მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას. კომპანია აქტიურად ავითარებს ციფრულ ეკოსისტემას და აბონენტებს მუდმივად სთავაზობს განახლებულ პროდუქტებსა და სერვისებს. კომპანიის მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დამატებითი ღირებულება და თანამდეროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გადაწყვიტოს მათი საჭიროებები.
შეკითხვებით მოგვმართეთ:
ბილაინის შესახებ
მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“, სრულად ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.4 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით.
2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბილაინს წამყვანი პოზიცია უკავია ბაზარზე საკუთარი მომხმარებლის მიერ მობილური ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებლით, რომელიც 76%-საღწევს. ბილაინი ასევე წამყვანია ბაზარზე 4G ტექნოლოგიის გამოყენების მიხედვით, რომლის წილიც მისი აბონენტების მიერ ინტერნეტის მოხმარებაში 92.5%-სშეადგენს.
კომენტარები