biletebi.ge-ს ინფორმაციით, რუსი შოუმენი მაქსიმ გალკინის კონცერტი 11 თებერვალს 20:00 საათზე ფილარმონიაში გაიმართება. რაც შეეხება, „მაშინა ვრემენის“ კონცერტს, ის 2023 წლის 7 აპრილს დაიგეგმა.
როგორც ვრცელდებოდა ინფორმაცია, მაქსიმ გალკინის 15 ოქტომბერს სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო, „მაშინა ვრემენის“ კონცერტი კი 26 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა კონცერტები სპორტის სასახლის ხელმძღვანელობის მხრიდან უარის გამო გაუქმდა. ღონისძიებების გაუქმების მთავარ მიზეზად სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ სარემონტო სამუშაოები დაასახელა.
კომენტარები